Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოს ხელმძღვანელი სირიაშია


გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელი, ვალერი ამოსი დამასკში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით, რომლის დროსაც ის მაღალჩინოსნებთან გამართავს მოლაპარაკებებს. როგორც იუწყებიან, ის შეხვდება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. ეს მისი მესამე ვიზიტია სირიაში მას შემდეგ, რაც 2011 წელს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო. გასულ კვირაში გაეროს ჰუმანიტარულმა დელეგაციამ მოინახულა ქვეყნის რამდენიმე რეგიონი და ვითარება „შოკისმომგვრელად“ და „თავზარდამცემად“ შეაფასა. გაეროს შეფასებით, სირიის 4 მილიონამდე მოქალაქეს დაუყოვნებლივ ესაჭიროება დახმარება - მათ შორის 2 მილიონამდე ადამიანს, რომელიც თავისივე ქვეყანაში დევნილად იქცა. გაეროს მონაცემებით, 2011 წლის მარტში ამბოხების დაწყებიდან 60,000-ზე მეტი ადამიანია მოკლული.
XS
SM
MD
LG