Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში სამ დემონსტრანტს მიუსაჯეს პატიმრობა


სამ პირს, რომელიც ბაქოში შაბათს ჩატარებულ დემონსტრაციაში მონაწილეობდა, პატიმრობა მიესაჯა. აქტივისტებს აბულფაზ ყურბანლის და ტურქელ აზეთურქს 13 დღით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, ემინ მილის - 15 დღით. აქციის კიდევ 18 მონაწილეს ფულადი ჯარიმები შეუფარდეს, 382-დან 3,185 აშშ-ის დოლარის ეკვივალენტური ოდენობით (300-2,500 მანათი). დაჯარიმებულებს შორის იყვნენ აზერბაიჯანის ოპოზიციური სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილე, გოზელ ბაირამლი, აქტივისტი ტურგუტ გამბარი და გამომძიებელი ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტი ხადიჯა ისმაილოვა. ბაქოში 26 იანვარს ჩატარებული აქციის მიზანი იყო ქალაქ ისმაილიში დემონსტრანტების წინააღმდგეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გაპროტესტება.
XS
SM
MD
LG