Accessibility links

logo-print

ბრაზილიაში ხანძრის მსხვერპლთა რიცხვი 232-ს გაუტოლდა


ბრაზილიიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, 232 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 200-მდე დაშავდა ქვეყნის სამხრეთში, ქალაქ სანტა მარიაში მდებარე ხალხმრავალ ღამის კლუბში კვირას გაჩენილი ხანძრის შედეგად. როგორც იუწყებიან, ხანძრის გაჩენის მომენტში ღამის კლუბში მუსიკალური ჯგუფი უკრავდა და შენობაში 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ხმის საიზოლაციო სისტემაში გაჩენილი ცეცხლი გახდა, ფოიერვერკის შოუს დროს. სანტა მარია საუნივერსიტეტო ქალაქია და არგენტინის და ურუგვაის საზღვრების სიახლოვეს მდებარეობს. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 250,000-მდეა.
XS
SM
MD
LG