Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უკრაინისაგან მოითხოვს გამოუყენებელი გაზის საფასურს


უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოჰაზის“ პრესმდივნის განცხადებით, რუსეთის „გაზპრომი“ კიევისაგან მოითხოვს შვიდ მილიარდ დოლარს დაპირებულზე ნაკლები გაზის მოხმარებისათვის. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ უკრაინას არ უყიდია მთელი გაზი, რომლის შეძენასაც ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი კონტრაქტი. უკრაინამ 2009 წელს, უილია ტიმოშენკოს პერმიერ-მინისტრობისას გააფორმა მოსკოვთან 10-წლიანი კონტრაქტი ბუნებრივი აირის იმპორტზე. ამ კონტრაქტით, კიევმა წელიწადში 33,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა იყიდოს მაშინ, როცა 2012 წელს სულ 25 მილიარდი კუბური მეტრი შეიძინა.
XS
SM
MD
LG