Accessibility links

logo-print

დაღესტნის ლიდერი თანამდებობიდან გადადგა


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დაღესტნის ლიდერის, მაგომედსალამ მაგომედოვის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მაგომედოვი საკუთარი სურვილით ტოვებს პოსტს. დაღესტნის ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით შეასრულებს სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრი რამზან აბდულატიპოვი. ხოლო თვით მაგომედოვი, რომელიც 2010 წლიდან მუშაობდა დაღესტნის ხელმძღვანელის პოსტზე, ინიშნება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. მაგომედოვის გადადგომის შესაძლო მიზეზებს შორის რუსეთის მედიაში სახელდება მისი უკმაყოფილება სისასტიკით, რომელსაც დაღესტანში ავლენენ ძალოვანი სტრუქტურები.
XS
SM
MD
LG