Accessibility links

კაიროში შეტაკებები გრძელდება


კაიროში გრძელდება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მაშინ, როცა ეგვიპტის სამ სხვა ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კაიროში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა საპროტესტო აქციაზე, რომლის მონაწილეებიც ქვებს უშენდნენ სამართალდამცველებს ცენტრალურ ტაჰრირის მოედანთან. როგორც იუწყებიან, დაიღუპა ერთი ადამიანი. ეგვიპტეში ზედიზედ მეხუთე დღეა, გრძელდება შეტაკებები. ხუთშაბათს პრეზიდენტმა მუჰამად მურსიმ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სუეცის არხთან მდებარე სამ ქალაქში და მათ მიმდებარე პროვინციებში. ეს რეგიონები ყველაზე მეტად დააზარალა ძალადობამ, რომლის შედეგადაც გასული კვირის ბოლოს 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტი გამოდის ეროვნული დიალოგისაკენ მოწოდებით, ოპოზიციასთან კრიზისის შესახებ მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG