Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანია სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში. ლონდონში მას ახლავს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტისას საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვდებიან გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, პარლამენტისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს. ალასანია მონაწილეობას მიიღებს Chatham House-ში დაგეგმილ დისკუსიაში.
XS
SM
MD
LG