Accessibility links

ირანს სთავაზობენ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების თებერვალში განახლებას


მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ირანს სთავაზობენ თებერვალში შეხვედრას, ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. ამ წინადადების შესახებ დღეს ბრიუსელში გამოაცხადა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაიკლ მენმა. მენის თქმით, ირანმა უარყო წინა შეთავაზება შეხვედრის 28-29 იანვარს სტამბულში ჩატარების შესახებ. ირანთან მოლაპარაკებაში მონაწილეობენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი და გერმანია. დღეს უფრო ადრე გავრცელდა მოსკოვის მოწოდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებისადმი, შეთანხმდნენ მოლაპარაკების ადგილზე. ამ მოლაპარაკების ბოლო რაუნდი შარშან, ივნისში, მოსკოვში ჩატარდა და შეთანხმების გარეშე დასრულდა. თეირანი უარყოფს მოთხოვნას ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ და, თავის მხრივ, მოითხოვს მის წინააღმდეგ მიმართული სანქციებისათვის ბოლოს მოღებას. ამასთან, ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG