Accessibility links

რუსეთში აღარ განიხილავენ ჟურნალისტ პოზნერთან დაკავშირებულ კანონპროექტს


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განსახილველად აღარ წარუდგენენ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს უცხოეთის მოქალაქე ჟურნალისტებისათვის სახელმწიფო ტელეარხებზე მუშაობის შეზღუდვას. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ვლადიმირ პოზნერმა, რომლის წინააღმდეგაც იყო მიმართული კანონპროექტი, ბოდიში მოუხადა რუს კანონმდებლებს. მან დეკემბერში, შეერთებული შტატების მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილების ამკრძალავი კანონის გაკრიტიკებისას, შეურაცხმყოფელად მოიხსენია სახელმწიფო სათათბირო. კვირას პოზნერმა ბოდიში მოიხადა. დღეს კი საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“-მ პარლამენტარ მიხაილ სტარშინოვის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპუტატები აღარ მოითხოვენ კანონპროექტის მიღებას მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე შემუშავებულია და მზად არის ქვედა პალატისათვის წარსადგენად. პოზნერს აქვს რუსეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პასპორტები.
XS
SM
MD
LG