Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიკროავტობუსის მძღოლებმა მერიასთან კონსენსუსს ვერ მიაღწიეს


მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა და პროტესტი ხვალაც გაგრძელდება, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას მძღოლების უფლებების დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა თბილისის მერიაში, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსისა" და თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადეს. უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება მერიის განცხადება. მიკროავტობუსების მძღოლების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, დედაქალაქის მერია გაფიცულებსა და კომპანიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩაერთო , - ამის შესახებ მერიაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა. მისი თქმით, დღეს დედაქალაქის მერი წერილობით მიმართავს პარლამენტს ინიციატივით, რომელიც გულისხმობს მძღოლებისათვის ყოველთვიურად ფიქსირებული გადასახადის დაწესებას, არაუმეტეს 10 ლარისა. " მერიას აქვს კონკრეტული პოზიცია და აპირებს პარლამენტში წარადგინოს შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც მძღოლებისა და დამქირავებელი კომპანიის ურთიერთობას დაარეგულირებს.
XS
SM
MD
LG