Accessibility links

logo-print

მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა გრძელდება


მიკროავტობუსების მძღოლების გაფიცვა და პროტესტი დღესაც გაგრძელდება. მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრების განმარტებით, გუშინდელ შეხვედრაზე ვერ შედგა შეთანხმება ძირითად საკითხზე, რაც გულისხმობს ყოველდღიური გეგმის განსაზღვრას მძღოლებისთვის. გარკვეული წინსვლა მოლაპარაკებებში არის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, როგორიცაა ინდმეწარმის სტატუსის მოხსნა მძღოლებისთვის, თუმცა, მძღოლების თქმით, მათთვის მთავრი პრობლემაა გეგმის საკითხი. ვინაიდან ამ თემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ისინი გაფიცვას კვლავ განაგრძობენ. მორიგი საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან 14:30 საათზე გაიმართება. საპროტესტო აქციის ფარგლებში საინიციატივო ჯგუფის წევრები სხვა მძღოლებს გააცნობენ მერიისა და "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლების პოზიციას, რის შემდეგაც მერიაში მორიგი შეხვედრა 16:30 საათზე გაიმართება.
XS
SM
MD
LG