Accessibility links

50 მილიარდს გამოუყოფენ ქარიშხალ სენდით დაზარალებულებს


შეერთებული შტატების სენატი თანახმაა ქარიშხალ სენდით დაზარალებულებს 50 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოუყოს. კანონპროექტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა ქვეყნის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. ქარიშხალი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირს გასული წლის ოქტომბერში დაატყდა თავს, რის შედეგადაც 125 ადამიანი დაიღუპა, ათასობით სახლი კი დაინგრა. მიუხედავად რესპუბლიკელი-სენატორების პროტესტისა, რომ ამ რაოდენობის თანხის გამოყოფა ბიუჯეტში დეფიციტს გამოიწვევდა, კანონპროექტი სენატმა მაინც მიიღო.
XS
SM
MD
LG