Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”საერთაშორისო გამჭვირვალობა”: სამხედრო სექტორში კორუფცია 20 მილიარდს აღწევს


ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში სამხედრო სექტორში კორუფციის მაჩვენებელი 20 მილიარდი დოლარით შეფასდა. ქვეყნების 17 პროცენტს, არ გააჩნია რესურსი, რომ კორუფციას ებრძოლოს. ორგანიზაციის მონაცემებით, ათ ქვეყანაში, მათ შორის ეგვიპტეში, სირიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არ არსებობს ელემენტარული მექანიზმიც კი სამხედრო ხარჯების გასაკონტროლებლად. კორუფციის დაბალი მაჩვენებელი მკვლევარებმა მხოლოდ გერმანიასა და ავსტრიაში გამოავლინეს.
XS
SM
MD
LG