Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის არმიის ხელმძღვანელი კოლაფსის საშიშროებაზე საუბრობს


ეგვიპტის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა მთელი სახელმწიფოს კოლაფსი გამოიწვიოს. გენერალ აბდელ ფატა ალ სისის თანახმად, რომელიც ეგვიპტის თავდაცვის მინისტრის მოვალეობასაც ასრულებს,- ეგვიპტის წინაშე მდგარი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გამოწვევები „რეალურ საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ერთიანობისათვის“. არმიის ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება სამშაბათს სამხედრო აკადემიაში ყოფნის დროს გააკეთა. ეგვიპტეში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე ძალადობის დროს 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. არეულობების შესაწყვეტად ეგვიპტის პრეზიდენტმა მუჰამედ მურსიმ 28 იანვარს ქვეყანაში ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათის მოქმედება გამოაცხადა. თუმცა, მიუხედავად კომენდანტის საათისა, პროტესტი წუხელ გრძელდებოდა პორტ საიდში, ისმაილიასა და სუეცში, დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა კაიროში.
XS
SM
MD
LG