Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში თავდამსხმელმა ვაქცინაციის ჯგუფის მცველი მოკლა


პაკისტანის პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა პოლიომიელიტის აცრის ჩატარების ჯგუფს. სროლის შედეგად ექიმების თანმხლები პოლიციის ოფიცერი დაიღუპა. ინცინდენტი უკონტროლო ხაიბერ პახტუნკვას პროვინციის, სოფელ კალაში სამშაბათს მოხდა. პოლიციის თანახმად, შეიარაღებული პირი მაშინ დაესხა თავს ორკაციანი ჯგუფს, რომელიც კარდაკარ დადიოდა ბავშვებისათვის აცრების ჩასატარებლად. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. გასულ თვეში პაკისტანში რამდენიმე თავდასხმა მოხდა პოლიომიელიტის აცრის აქციაში მონაწილე ექიმთა ჯგუფებზე, რომლის დროსაც 9 კაცი დაიღუპა. პაკისტანში, ნიგერიასა და ავღანეთში პოლიომიელიტის დაავადება ენდემურ დაავადებას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG