Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტრანსპარენსი ინეტრნეიშნლი“: გლობალური კორუფცია ყველაზე მატად თავდაცვის სფეროშია გავრცელებული


„ტრანსპარენსი ინეტრნეიშნლის“ თანახმად ქვეყნების 70 პროცენტი, თავს ვერ ართმევს კორუფციას თავდაცვის სფეროში, რაც ფართო შესაძლებლობას ქმნის ხარჯების უყაირათო ხარჯისათვის ბისათვის და საშიშროებას უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. ორგანიზაციის თქმით, თავდაცვის სფეროს ცუდ მაკონტროლებელს შორის ნახევარს მსოფლიოს უმსხვილესი იარაღის იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნები შეადგენენ. ასეთი დასკვნა ახლავს ორგანიზაციის მიერ პირველად გამოქვეყნებულ ინდექსს, რომელიც ადგენს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, რათა თავიდან აიცილოს და დაამარცხოს თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ კორუფციას. სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში 82 ქვეყნის თავდაცვის სფეროში არსებულ კორუფციის რისკებს აფასებს. ამ მხრივ ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნებს შორისაა ავღანეთი, ირანი, ერაყი და უზბეკეთი. გერმანია და ავსტრია ერთადერთი ის ქვეყნებია, სადაც ინდექსის თანახმად ყველაზე ძლიერი ანტიკორუფციული მექანიზმები არსებობს. „ტრანსპარენსი ინეტრნეიშნლის“ ანგარიშის თანახმად თავდაცვის სფეროში გლობალური კორუფციის მოცულობა ყოველწლიურად დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს აღწევს.
XS
SM
MD
LG