Accessibility links

ნაციონალური მოძრაობა გადადის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე


საქართველოს ისტორიაში პირველად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადადის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე - ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ახალი ვებსაიტის პრეზენტაციისას. მერაბიშვილის თქმით, პარტიის ყველა ღონისძიება, მათ შორის საპარლამენტო ფრაქციასა და საკრებულოებში, გახდება გამჭვირვალე და საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის გამოყენებული იქნება მთავარი საშუალება - ინტერნეტი. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის შეფასებით, პარტიის ახალი ვებსაიტი ”არის ყველაზე დინამიკური, რომელიც პოლიტიკურ ორგანიზაციას ოდესმე ჰქონია." ვანო მერაბიშვილის განმარტებით, მოქალაქეებს პარტიის ოფისში მიუსვლელად შეუძლიათ, გაეცნონ ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს და გადაწყვეტილებებს. "დღევანდელი დღე შევა ისტორიაში, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ტექნოლოგიური განვითარებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი", - განაცხადა მერაბიშვილმა.
XS
SM
MD
LG