Accessibility links

logo-print

”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” გამოაქვეყნა თავდაცვის სექტორში კორუფციის ინდექსი


მსოფლიოს 82 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სექტორში კორუფციასთან ბრძოლის ინდექსი გამოაქვეყნა დღეს ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ ”საერთაშორისო გამჭვირვალობამ” მისი დასკვნით, სახელმწიფოთა უმრავლესობა თავდაცვის სფეროში კორუფციას ვერ აკონტროლებს, რაც მსოფლიოს ყოველწლიურად 20 მილიარდი დოლარი უჯდება. საერთაშორისო ორგანიზაციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგად, კორუფციის რისკის თვალსაზრისით მსოფლიოს 82 ქვეყანა შვიდ ჯგუფად დაჰყო. საქართველო აღმოჩნდა D ჯგუფში, ანუ იმ ქვეყნების კატეგორიაში, სადაც თავდაცვის სფეროში კორუფციის რისკი საკმაოდ მაღალია. საქართველოს გარდა ამ კატეგორიაშია კიდევ 14 ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, თურქეთი და ჩინეთი. ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ კორუფციის მასშტაბის შემცირება შესაძლებელი იქნება, თუ ტრადიციულად გასაიდუმლოებული თავდაცვის სექტორი მეტად გამჭვირვალე და საზოგადოებრივი კონტროლისთვის ღია იქნება. ”საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, თავდაცვის სფეროში კორუფციის საკმაოდ მცირე რისკია მხოლოდ გერმანიასა და ავსტრალიაში.
XS
SM
MD
LG