Accessibility links

logo-print

შსს: 2006-2010 წლებში რამდენიმე საპატიმროში ხორციელდებოდა უკანონო ფარული მოსმენა


რამდენიმე საპატიმროში ფარულად მოსმენისა და ვიდეოგადაღებისთვის უკანონოდ დამონტაჟებული აპარატურის აღმოჩენის შესახებ განაცხადა დღეს საქართველოს შსს-მ. მისი ინფორმაციით, აპარატურა აღმოჩენილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებისას შს-თა და სასჯელაღსრულების სამინისტროების და მთავარი პროკურატურის ერთობლივი მოქმედებების შედეგად. სამინისტროს ცნობითვე, გამოძიებისას გაირკვა, რომ 2006-2010 წლებში თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გეგუთის და ზუგდიდის საპატიმროებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისას უკანონოდ დამონტაჟდა ფარულად მოსასმენი და ვიდეოჩამწერი აპარატურა. შსს-ს განცხადებით, დაწესებულებებში ჩატარებული ჩხრეკისა და დათვალიერებისას უკანონოდ დამონტაჟებული აპარატურის გარდა, გამომძიებლებმა მიაკვლიეს მონაცემთა გაცვლისათვის საჭირო სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ სათავსოს, ე.წ. "პულტების ოთახს," რომლითაც შესაძლებელი იყო ვიდეო და აუდიო კონტროლის დისტანციურად განხორციელება. სისხლის სამართლის საქმეს შსს-ს ანტიკორუფციული საააგენტო იძიებს.
XS
SM
MD
LG