Accessibility links

სირიაში 65 დახვრეტილი კაცის გვამები აღმოაჩინეს


სირიელი ოპოზიციონერი აქტივისტების თანახმად ქალაქ ალეპოში დაახლოებით 65 კაცისა და ბიჭის გვამები იქნა ნაპოვნი. სირიის მეამბოხეებისა და ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, ხელშეკრულ ადამიანებს თავს და კისერში აქვთ მიყენებული ერთი სასიკვდილო გასროლა. სირიელი პარტიზანების თქმით გვამები მდინარეში აღმოაჩინეს. მასობრივ მკვლელობაში სირიელი პარტიზანები ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ამას გარდა სირიელი აქტივისტები აცხადებენ, რომ მეამბოხეებმა სამშაბათს, ხუთდღიანი გააფთრებული ბრძოლების შედეგად, ქვეყნის უშიშროების უწყების ერთ-ერთი ბანაკი დაიკავეს სირიის აღმოსავლეთ ქალაქ დეირ ელ ზოურში. იუწყებიან, რომ სირიელმა მეამბოხეებმა ბანაკში მყოფი რამდენიმე პატიმარიც გაანთავისუფლეს.
XS
SM
MD
LG