Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ ღონღაძის მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა


ალექსეი პუკაჩს, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეო თვალთვალის დეპარტამენტის ყოფილი უფროსს კიევის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამო. ვერდიქტის გამოცხადების დროს, მოსამართლემ წაიკითხა პუკაჩის ჩვენება, რომელშიც ბრალდებული ადასტურებს, რომ ჟურნალისტი შემთხვევით მოკლა. ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდის“ დამფუძნებელი გიორგი ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. 2 ნოემბერს კიევის ოლქის ტყეში გამომძიებლებმა ჟურნალისტის თავმოჭრილი გვამი იპოვეს. ალექსეი პუკაჩის თქმით, მკვლელობის დღეს ღონღაძე ქალაქგარეთ გაიყვანეს, რათა შეემოწმებინათ ინფორმაცია, იყო თუ არა ჟურნალისტი დაკავებული ჯაშუშობით. პუკაჩის ჩვენებით, მან ჟურნალისტს შემთხვევით გადაუტეხა კისრის ძვალი იმ ქამრით, რომლითაც დახრჩობის იმიტაციით მის დაშინებას ცდილობდა. ყოფილი პოლიციის მაღალჩინოსნისათვის სამუდამო პატიმრობა სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა.
XS
SM
MD
LG