Accessibility links

„ამნესტი ინტერნეიშნლი“ 14 ირანელი ჟურნალისტის გათავისუფლებას ითხოვს


უფლებათადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლი“ მოუწოდებს ირანის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს 14 ჟურნალისტი, რომლებიც ირანის გაზეთებში ჩატარებული რეიდის დროს დააკავეს. ჟურნალისტებს, გავრცელებული ინფორმაციით, ბრალად წაუყენეს ისეთ „ანტირევოლუციურ“ სპარსულენოვან მედია-ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, როგორებიცაა რადიო „ფარდა“, რადიო თავისუფლების სპარსულენოვანი სამსახური, „ამერიკის ხმა“ და „ბიბისი“. „ამნესტი ინტერნეიშნლის“ რეგიონული განყოფილების დირექტორის მოადგილემ, ენ ანდეროსნმა ჟურნალისტების დაპატიმრებას „სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული დრაკონული შეზღუდვის შედეგი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG