Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო სირიიდან ლტოლვილების დასახმარებლად კონფერენციას გამართავს


გაერო დღეს კუვეიტში ჩაატარებს კონფერენციას სირიიდან ლტოლვილებისთვის მილიარდი დოლარის დახმარების მოსაძიებლად. თანხა საჭიროა სირიის მეზობელ ქვეყნებში დაახლოებით 700 ათასი ლტოლვილის თავშესაფრით უზრუნველსაყოფად. სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელმა ლახდარ ბრაჰიმიმ განაცხადა, რომ როგორც მთავრობის ძალების, ისე მეამბოხეთა მიერ ჩადენილი სისასტიკის შედეგად, ძალადობამ სირიაში ”საშინელების უპრეცედენტო ზღვარს” მიაღწია. ბრაჰიმიმ გუშინ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ, შესაძლოა, ბაშარ ალ-ასადმა მოახერხოს ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ სირია ”ყველას თვალწინ ნადგურდება”. სირიის ოპოზიციის აქტივისტების ინფორმაციით, ქალაქ ალეპოში 65 ხელებშეკრული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ისინი სამთავრობო ძალების ადანაშაულებენ, თუმცა, მკვლელობის ჩამდენის ვინაობის რეალურად დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.
XS
SM
MD
LG