Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთსა და ყაზახეთს საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემა ექნებათ


რუსეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენს, რომლითაც ორი ქვეყანა ერთიან, რეგიონულ საჰაერო თავდაცვის სისტემას ქმნის. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა - ადილბეკ ჯაკსიბეკოვმა და სერგეი შოიგუმ. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა დოკუმენტს ”ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა. მისი განცხადებით, ერთიან სისტემაში ”ახალი კომპონენტები”, მათ შორის ”ანტისარაკეტო თავდაცვის” ელემენტები შევა. ყაზახეთის დედაქალაქში შოიგუ ერევნიდან ჩავიდა.
XS
SM
MD
LG