Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო რეფორმაზე თბილისში კონფერენცია გაიმართება


საქართველოს მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები განაგრძობენ მსჯელობას საარჩევნო რეფორმის შესახებ. დღეს გაიმართება კონფერენცია, რომლის ორგანიზატორებია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR). ღონისძიება გაიმართება ევროკავშირის ხელშეწყობით. მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, უწყებათაშორისი კომისიის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციის თემებს შორისაა 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და მათი განხორციელების გზები, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული წინადადებები და მათი რეალიზაციის პერსპექტივები, საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობა და მისი საკანონმდებლო ასპექტები.
XS
SM
MD
LG