Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ქვეყნებს სირიისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს


გაერო ქვეყნებს მოუწოდებს სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდისკენ მოუწოდებს. 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბნენ დღეს კუვეიტში მიმდინარე დონორთა კონფერენციაზე. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა სირიის კონფლიქტში ჩართულ ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი სირიის მთავრობას მოუწოდა შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტისკენ. გაერო ცდილობს 1,5 მილიარდი დოლარის შეგროვებას ომით მოცულ სირიაში მოსახლეობისა და სირიიდან მეზობელ ქვეყნებში დაახლოებით 700 ათასი ლტოლვილის დასახმარებლად. კუვეიტმა დღეს 300 მილიონი დოლარის გამოყოფისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ევროკავშირი და აშშ ერთად თითქმის 400 მილიონ დოლარს გამოყოფენ. კუვეიტში მიმდინარე კონფერენციას ესწრებიან სირიის მთავრობის ძირითადი მოკავშირე ქვეყნების - რუსეთისა და ირანის წარმომადგენლებიც.
XS
SM
MD
LG