Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში ოპოზიცია მოითხოვს კრიზისზე მოლაპარაკებას


ეგვიპტეში ოპოზიციის ლიდერი, მოჰამედ ელბარადეი გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ გაიმართოს პრეზიდენტ მუჰამად მურსის, ისლამურ ჯგუფებსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ეგვიპტეში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად. ელბარადეი, რომელიც ეროვნული ხსნის ფრონტის ლიდერია, სოციალ ქსელ „ტვიტერით“ ავრცელებს მოწოდებას, მიღებულ იქნეს ზომები „ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად და სერიოზული დიალოგის დასაწყებად“. ორი დღის წინ ელბარადეიმ და მისმა ორგანიზაციამ უარყვეს დიალოგისაკენ პრეზიდენტ მურსის მოწოდება. ორშაბათს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სუეცის არხთან მდებარე სამ ქალაქში მას შემდეგ, რაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ამ რეგიონში არეულობების შედეგად. დღეს მურსი გერმანიაში გაემგზავრა უცხოეთიდან ინვესტიციებზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG