Accessibility links

logo-print

მალიში ფრანგმა ჯარისკაცებმა აიღეს მეამბოხეების ბოლო დასაყრდენიც


ფრანგმა ჯარისკაცებმა კონტროლი დაამყარეს მალის ქალაქ კიდალზე, რომელიც ისლამისტი მეამბოხეების ბოლო დასაყრდენი იყო ჩრდილოეთ მალიში. საფრანგეთის არმიის განცხადებით, მის ჯარებს წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ აეროპორტის აღებისა და ქალაქში შესვლის დროს. ისლამისტმა მეამბოხეებმა აპრილში დაამყარეს კონტროლი ჩრდილოეთ მალის უდიდეს ნაწილზე, რასაც წინ უძღოდა გადატრიალება დედაქალაქ ბამაკოში. მალის - საფრანგეთის ყოფილი კოლონიის - მთავრობის თხოვნით, პარიზმა მიმდინარე თვეში დაიწყო სამხედრო ოპერაცია ისლამისტების წინსვლის შესაჩერებლად. ბოლო დღეებში ფრანგმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს ჩრდილოეთ მალის ორ მთავარ ქალაქზე, გაოსა და ტიმბუქტუზე. ვარაუდობენ, რომ ისლამისტებმა უდაბნოსაკენ დაიხიეს, ფრანგ ჯარისკაცებთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG