Accessibility links

თბილისში იმყოფებიან ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი და კომისიის მდივნის მოადგილე


თბილისში იმყოფებიან ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო და კომისიის მდივნის მოადგილე სიმონა გრანატე-მენინი. მათ პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან გამართეს. შეხვედრის შემდეგ უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში დასრულდება პრაქტიკა, როცა ხელისუფლება საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე იღებდა. უსუფაშვილის თქმით, შეთანხმდნენ, რომ საქართველოში ყველა საკონსტიტუციო ცვლილება ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უკვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უარყოფითი პოზიცია არ აქვს. დღეს საღამოს ჯანი ბუკიკიო საპარლამენტო უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება, ხვალ - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებს, პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს და თბილისში პრესკონფერენციას გამართავს.
XS
SM
MD
LG