Accessibility links

logo-print

მერაბიშვილი: კრიმინალურ სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს პატიმრობიდან კანონიერი ქურდების გათავისუფლება


საქართველოში ბოლო ხანს ისედაც გაუარესებულ კრიმინალურ სიტუაციას პატიმრობიდან კანონიერი ქურდების გათავისუფლება კიდევ უფრო გაართულებს - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ნაციონალური მოძრაობის გელერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა. მისი თქმით, არ სურს საქართველოს დაბრუნება ”ძველ და ბნელ დროში, როდესაც საქმეებს კანონიერი ქურდები არჩევდნენ და მართავდნენ არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ ხშირად პოლიტიკაშიც ერეოდნენ.” მერაბიშვილის განცხადებით, საპატიმროებიდან კანონიერი ქურდების გათავისუფლებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სიტუაციის მკვეთრად გაუარესება და უსაფრთხოების განცდის დასასრული. ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა ქვეყანაში არ დაბრუნდეს კანონიერი ქურდების ბატონობა.
XS
SM
MD
LG