Accessibility links

logo-print

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში იმყოფება სამუშაო ვზიიტით. სამინისტროს ინფორმაციით, ღარიბაშვილის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ გორდონის შეხვედრისას განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, შსს-ში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი რეფორმები. სამინისტროს ცნობით, ღარიბაშვილი იმყოფებოდა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოში, რომლის დირექტორთან შეხვედრისას თანამშრომლობის საკითხები განიხილა. აშშ-ში ვიზიტისას, რომელიც 1 თებერვალს დასრულდება, ირაკლი ღაღიბაშვილი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG