Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია ლონდონში შეხვდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ნატოს საკითხებში


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლონდონში შეხვდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ნატოს საკითხებში დევიდ ლიდინგტონს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი იყო ორი ქვეყნის შემდგომ თანამშრომლობასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე. ირაკლი ალასანიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სრული მხარდაჭერა მიიღო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხებში.
XS
SM
MD
LG