Accessibility links

logo-print

საქართველოს ცხრა სპორტსმენი დოპინგის მიღებაში ამხილეს


2011-2012 წლებში აკრძალული სამედიცინო პრეპარატები გამოიყენა საქართველოს ცხრა სპორტსმენმა. ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (სეოკ) დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს თავმჯდომარემ პავლე კასრაძემ. მისი ინფორმაციით, ეს სპორტსმენები არიან ძიუდოისტები ირაკლი ცირეკიძე და თენგიზ პაპოშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბესარიონ გუჩაშვილი, მკლავჭიდელები მერაბ კაკაბაძე და ირაკლი გამთენაძე, მორაგბე მიხეილ სუჯაშვილი, მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი და პაუერლიფტინგის ოსტატები გიორგი შეყლაშვილი და შოთა ომარაშვილი. კასრაძის განცხადებით, ორწლიანი დისკვალიფიკაციის გარდა, სპორტსმენებს ჩამოერთმევათ ყველა ტიტული, რომელიც აკრძალული პრეპარატების მიღების პერიოდში მოიპოვეს. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, სასჯელი უკვე მოხდილი აქვს ირაკლი ცირეკიძეს. სეოკ-მა მოუწოდა სპორტულ ფედერაციებსა და კლუბებს, განუხრელად დაიცვან მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსის მოთხოვნები და პატიოსანი შეჯიბრების წესები.
XS
SM
MD
LG