Accessibility links

გაერო: სირიისათვის დაპირებული დახმარება აღემატება დაგეგმილ 1,5 მილიარდ დოლარს


გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის განცხადებით, დონორთა კონფერენციაზე სირიას დაჰპირდნენ დაგეგმილ 1,5 მილიარდ დოლარზე მეტ დახმარებას. ბან კი მუნმა ამის შესახებ განაცხადა ქუვეითში, სადაც ოთხშაბათს გაიმართა სირიის დონორთა კონფერენცია 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით. გაერო ითხოვდა დაპირებას, რომ 1,5 მილიარდ დოლარს გაიღებდნენ სირიაში სამოქალაქო ომით დაზარალებული მოსახლეობისა და მეზობელ ქვეყნებში გაქცეული 700 000-მდე სირიელი ლტოლვილის დასახმარებლად. ჯერ არ არის ცნობილი, რომელმა ქვეყნებმა ივალდებულეს ყველაზე დიდი დახმარების გაწევა.
XS
SM
MD
LG