Accessibility links

თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს მექრთამეობაში ადანაშაულებენ


საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობასა და მექრთამეობაში ადანაშაულებენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კეზერაშვილი, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დათანხმდა, მფარველობა გაეწია მათი უკანონო საქმიანობისათვის. საქმე ეხება ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტის წარმოებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიქმნა დანაშაულებრივი სქემა, რათა საქართველოში ეთილის სპირტი შეეტანათ ისე, რომ ის არ მოქცეულიყო იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში. კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, ივალდებულა საბაჟო, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებზე გავლენის მოხდენა და დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედების ხელშეწყობა. დროთა განმავლობაში კეზერაშვილი, თავდაცვის მინისტრის რანგშიც, ზრდიდა მისთვის ქრთამად განსაზღვრულ თანხას. მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, კეზერაშვილი სათავეში ჩაუდგა ორგანიზებულ ჯგუფს და ხელმძღვანელობდა საქართველოში კონტრაბანდული სპირტის შეტანას. 2009-2012 წლებში, სხვადასხვა პერიოდში, კეზერაშვილმა კონტრაბანდული საქმიანობის შედეგად მიიღო 7,5 მლნ-ზე მეტი ამერიკული დოლარი. ამ წლების განმავლობაში, დანაშაულებრივი მანიპულაციებით საქართველოში შეტანილ იქნა 20 მლნ ლიტრამდე ეთილის სპირტი. გადასახადების დამალვის შედეგად, სახელმწიფომ იზარალა 50 მილიონამდე ლარით. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG