Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს თავისი მოადგილის ცემაში ადანაშაულებენ


საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილის განცხადებით, მასა და ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ლუკა კურტანიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა. ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტზე რამდენიმე ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ლუკა კურტანიძემ თემურ ყაზარაშვილს ფედერაციიდან რამდენიმე თანამშრომლის გაშვება დაავალა, თუმცა, ყაზარაშვილმა კურტანიძეს განუმარტა, რომ ეს ფედერაციის პრეზიდიუმის გადასაწყვეტია.თავად ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ კი ფედერაციის შენობა უკომენტაროდ დატოვა. ტელეკომპანიასთან სატელეფონო საუბარში კი ფედერაციაში არსებული გაუგებრობის ფაქტი დაადასტურა, თუმცა, ფიზიკური დაპირისპირება უარყო. მისი თქმით, "ყველაფერი დალაგდება". ინციდენტის შემდეგ ჭიდაობის ფედერაციაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მივიდა. უცნობია, თუ რა რეაგირებას მოახდენს ამ ინცინდენტზე სამინისტრო.
XS
SM
MD
LG