Accessibility links

თბილისის მერია შსს-ს დაკისრებული მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდებს


თბილისის მერიამ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა აღნიშნულმა უწყებამ გაატაროს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა და განახორციელოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელ გზაზე მოძრაობის აღდგენა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. "როგორც ცნობილია, მოსახლეობის მიერ, საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელი გზა უკვე სამი დღეა გადაკეტილია. აღნიშნული პოლიგონი ერთადერთია ქალაქში, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხდება ნარჩენების განთავსება. გზის გადაკეტვით, სპეციალური ტექნიკის პოლიგონის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა შეუძლებელს ხდის ქალაქის დასუფთავებასა და სხვადასხვა უბნიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას. ყოველივე ეს აზარალებს თბილისის მოსახლეობას და ქალაქში სანიტარულ მდგომარეობას ამძიმებს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG