Accessibility links

ღამის კლუბ kiss-ის მფლობელი: ტრაგედიაში ბევრ ადამიანს მიუძღვის წვლილი


ბრაზილიაში ღამის კლუბ kiss-ის მფლობელი, სადაც კვირას გაჩენილ ხანძარს 235 ახალგაზრდა ემსხვერპლა, აცხადებს, რომ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ბევრ ადამიანს ეკისრება. კლუბის მფლობელის ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, რომ მისმა კლიენტმა კლუბის უსაფრთხოება ჩააბარა ინჟინრებს, ინსპექტორებსა და ექსპერტებს. ბრაზილიაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ დაიწყო საუბარი იმის შესახებ თუ როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები გასართობ ადგილებში. სან-პაულოს გუბერნატორის დავალებით მიმდინარეობს ყველა გასართობი ცენტრის, ღამის კლუბის, თეატრისა და კინოთეატრის შემოწმება. უკანასკნელი ინფორმაციით, საავადმყოფოს მიმართა ღამის კლუბში დაშავებულმა კიდევ 20-მა ადამიანმა. ექიმები აცხადებენ, რომ მათ ქიმიური პნევმონია აქვთ. ამ ტიპის რესპირატორული დაავადება ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანები ტოქსიკურ კვამლს სუნთქავენ.
XS
SM
MD
LG