Accessibility links

ნატოს ლიდერი საფრთხეს ხედავს თავდაცვის ბიუჯეტების შემცირებაში


ნატოს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი შიშობს, რომ გლობალური ეკონომიკური პრობლემების გამო თავდაცვის ბიუჯეტების შემცირებამ, შესაძლოა, ალიანსის შესუსტება გამოიწვიოს. „მაშინ, როცა ბოლო წლებში სულ უფრო მცირდება ნატოელი მოკავშირეების თავდაცვის ხარჯები, იზრდება სწრაფად განვითარებადი ქვეყნების თავდაცვის ხარჯები. თუ ხარჯების ეს ტენდენციები გაგრძელდა, გვექნება სერიოზული ხარვეზები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ნატოს სამხედრო შესაძლებლობებსა და პოლიტიკურ დამაჯერებლობას“, - განაცხადა რასმუსენმა ხუთშაბათს, ბრიუსელში ნატოს ყოველწლიური ანგარიშის წარმოდგენისას. მისივე თქმით, საფრთხეები არ გაუჩინარდება მაშინ, როცა ნატოს წევრი ქვეყნები ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით იქნებიან დაკავებული. რასმუსენის თქმით, მთლიანობაში, ბოლო წლებში გაზრდილია ნატოს ინვესტიციები თანამედროვე აღჭურვილობაში და წევრების უმრავლესობამ გააუმჯობესა ჯარების განთავსებისა და შენახვის უნარი. მაგრამ ალიანსის წევრებს შორის მზარდმა უთანასწორობამ, ნატოს ლიდერების ვარაუდით, შესაძლოა, შეზღუდოს მოკავშირეების თანამშრომლობის შესაძლებლობები.
XS
SM
MD
LG