Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებამ შეიწირა ვაქცინაციის პროგრამის ორი მონაწილე


პაკისტანში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა პოლიომიელიტის ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე ორი ადამიანი. აფეთქება მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კურამის რეგიონში. პოლიომიელიტის საწინააღმდეგო პროგრამის მენეჯერის, ჯავად ალის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილე ორი პირი ხუთშაბათს სოფელ მალი ხელში იყო ჩასული, როცა დისტანციურად მართული ბომბი აფეთქდა და ორივე ადგილზევე მოკლა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ცნობილია, რომ თალიბი ექსტრემისტები ებრძვიან პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიას, რომელსაც ჯაშუშობის შესანიღბ პროგრამად მიიჩნევენ. დეკემბრიდან მოყოლებული, პაკისტანში ძალადობამ შეიწირა პოლიომიელიტის საწინააღმდეგო პროგრამის მონაწილე, სულ ცოტა, 11 ადამიანი.
XS
SM
MD
LG