Accessibility links

logo-print

"ჰიუმან რაითს უოჩი" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, პრიორიტეტად დაისახოს უფლებების დაცვა


ავტორიტეტიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც ასახავს ვითარებას მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ანგარიშის ავტორები საქართველოს ახალ მთავრობას მოუწოდებენ, ადამიანის უფლებების დაცვა დასახოს პრიორიტეტად. როგორც "ჰიუმან რაითს უოჩის" მკვლევარმა სამხრეთ კავკავიაში, გიორგი გოგიამ განაცხადა ჩვენს რადიოსთან საუბარში: „საქართველოს ახალ მთავრობას წინა ხელისუფლებამ დაუტოვა მძიმე ვითარება ადამიანის უფლებების მხრივ და მან უფლებების დარღვევის საკითხზე უნდა იმუშავეს ისე, რომ თავი აარიდოს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას, უზრუნველყოს საზოგადოებისათვის თავისი ქმედებების გამჭვირვალობა, და პრიორიტეტად დასახოს ზომები ყველაზე მძიმე დარღვევების წინააღმდეგ. ერთ-ერთი იმ უმნიშვნელოვანესი პრობლემებიდან, რომლებიც ახალ მთავრობას დაუტოვა წინა ხელისუფლებამ, არის არასათანადო მოპყრობა და წამება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, მართლმსაჯულების სფეროში და წარსულში ჩადენილი დარღვევების სამართლებრივი დევნისას ჩადენილი შეცდომები“, აცხადებს "ჰიუმან რაითს უოჩის" წარმომადგენელი. ამ უფლებადამცველმა ორგანიზაციამ წელს 23-ედ გამოაქვეყნა თავისი ანგარიში.
XS
SM
MD
LG