Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპერისა და ბალეტის თეატრს ახალი მმართველი ჰყავს


საქართველოს კულტურის მინისტრმა ოპერისა და ბალეტის თეატრში წარადგინა ახალი მმართველი გოგი ჟორდანია. გურამ ოდიშარიას განცხადებით, სამინისტრომ კანდიდატების მიერ წარდგენილ კონცეფციებს შორის ყველაზე მისაღებად მიიჩნია გოგი ჟორდანიას პროექტი და მისი მრავალმხრივი გამოცდილების გათვალისწინებით, ოპერის მმართველად დანიშნა. გოგი ჟორდანიამ ლიანა ისაკაძესთან ერთად დააფუძნა ბორჯომის კამერული მუსიკის ფესტივალი და ოთხი წლის განმავლობაში მისი მთავარი დირიჟორი იყო, 2008 წლიდან კი თბილისში დაარსებული ხელოვნების სააღდგომო ფესტივალის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია.
XS
SM
MD
LG