Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება დაიწყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში


გამოძიება დაიწყო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში გასულ საღამოს მომხდარი ინციდენტის გამო. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პოლიცია აწარმოებს. ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თემურ ყაზარაშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს, რომელიც თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს. მომხდარის გამო დღეს განცხადება გაავრცელა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. ის აღნიშნავს, რომ შეასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობას და კვლავაც იკისრებს მედიატორის ფუნქციას ფედერაციებში დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ”სამინისტრო არ აპირებს მხარეებთან შეხვედრისა და კონსულტაციის გარეშე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას და მოუწოდებს, გვერდით გადადონ პირადი ინტერესები და ამბიციები და მთელი ძალისხმევა ქართული ჭიდაობის განვითარებას მოახმარონ", - ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. წინასწარი ინფორმაციით, მინისტრი ლევან ყიფიანი დღეს საღამოს გეგმავს შეხვედრას ფედერაციის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან.
XS
SM
MD
LG