Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ისრაელს მოუწოდებს დასახლებების გაფართოების შეჩერებისაკენ


გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ისრაელს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ებრაელთა დასახლებების გაფართოებას. ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში, ექსპერტები, რომლებმაც გაეროს დავალებით გამოძიება ჩაატარეს, ჰუმანიტარული სამართლის „სერიოზულ დარღვევებში“ ადანაშაულებენ ისრაელს. ისრაელმა არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, რომელიც შარშან მარტში დაიწყო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს გადაწყვეტილებით. დღეს ისრაელმა განაცხადა, რომ ანგარიში „მიკერძოებულია“ და ხელს შეუშლის სამშვიდობო ძალისხმევას. ანგრიშის მიხედვით, 520 000-მდე ებრაელი მოსახლე ცხოვრობს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე 250 დასახლებაში - ტერიტორიაზე, რომელიც პალესტინელებს თავიანთი მომავალი სახელმწიფოს ნაწილად მიაჩნიათ, ღაზის სექტორთან ერთად. ანგარიშში ისრაელს მოუწოდებენ აგრეთვე, ყველა ებრაელი მოსახლე გაიყვანოს პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაშენებული დასახლებებიდან.
XS
SM
MD
LG