Accessibility links

logo-print

სირია გაეროს მიმართავს ისრაელის საჰაერო დარტყმის გამო


სირიამ ოფიციალური საჩივრით მიმართა გაეროს მას შემდეგ, რაც, როგორც სირია ირწმუნება, ისრაელმა საჰაერო დარტყმა განახორციელა დამასკის მახლობლად მდებარე სამხედრო კვლევით ცენტრზე. სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ისრაელთან სადავო გოლანის მაღლობებზე გაეროს სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელი. სირიის არმია აცხადებს, რომ ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ოთხშაბათს მოწყობილი საჰაერო რეიდის შედეგად. ის უარყოფს ცნობას, რომ საჰაერო დარტყმა მიმართული იყო იარაღით დატვირთული ავტომანქანების კოლონის წინააღმდეგ. ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG