Accessibility links

აშშ-ის შესაძლო თავდაცვის მინისტრი საჭიროების შემთხვევაში მზად არის სამხედრო მოქმედებისთვის


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა, ჩაკ ჰეიგელმა სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტს განუცხადა, რომ მზად არის მიმართოს სამხედრო მოქმედებას, თუ საჭირო გახდა ირანისა თუ სხვა ავანტიურისტების წინააღმდეგ. ყოფილმა რესპუბლიკელმა სენატორმა, ჩაკ ჰეიგელმა თავის შესავალ გამოსვლაში თქვა, რომ მას სურს, აშშ-ის შეიარაღებული ძალები კვლავაც უძლიერესი იყოს მსოფლიოში, და რომ ის ემხრობა ქვეყნის ინტერესების დასაცავად სამხედრო ძალის გამოყენებას. ჰეიგელი კრიტიკის სამიზნე გახდა მისი ზოგიერთი განცხადების გამო, და სენატი კენჭისყრას მართავს ისრაელის და ირანის საკითხის გარშემო. ჰეიგელმა კანონმდებლებს უთხრა, რომ ის ირანის ბირთვულ პროგრამაზე ბარაკ ობამას პოზიციას იზიარებს, რომ თუ დიპლომატია ვერ იმუშავებს, სამხედრო ძალა შესაძლებლობად რჩება. მანვე თქვა, რომ 2014 წლის შემდეგ, როცა ავღანეთს საერთაშორისო ჯარი დატოვებს, აშშ-ის იქ დარჩენილ სამხედროებს უნდა შეუნარჩუნდეთ იმუნიტეტი სიხლის სამართლებრივი დევნის მიმართ.
XS
SM
MD
LG