Accessibility links

logo-print

სამარშრუტო მიკროავტობუსების გაფიცვა შეწყდა


თბილისში სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების ერთკვირიანი გაფიცვა დასრულდა. დღეს დილიდან მუშაობა ყველა სამარშრუტო ხაზზე აღდგა. დაყადაღებულ მიკროავტობუსებს ”თიბისი” ბანკმა ყადაღა მოუხსნა, მძღოლებსა და კომპანია ”თბილისის მიკროავტობუსს” შორის კი შვიდპუნქტიანი შეთანხმება შედგა. სადავო საკითხებს შორის იყო ინდმეწარმის გადასახადი, ყოველთვიური შენატანის ოდენობა და სხვა. მოთხოვნათა ნაწილზე მოლაპარაკებები გრძელდება, მათი შუსრულებლობის შემთხვევაში კი მძღოლები გაფიცვის განახლებასაც არ გამორიცხავენ.
XS
SM
MD
LG