Accessibility links

logo-print

საგამოძიებო სამსახური ”თბილსერვის ჯგუფის” საქმიანობას სწავლობს


დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალეულთა პასუხისგებაში მიცემა უახლოეს დღეებში გადაწყდება, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში, რომლის თანახმად, კომპანია ”თბილსერვის ჯგუფმა” მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი დირექტორის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. ამ განყოფილებაში 2 წლის განმავლობაში ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი. გამოძიებით ირკვევა, რომ ”თბილსერვის ჯგუფის” საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ დაამტკიცა. თბილისის მერი გიგი უგულავა, თავის მხრივ, ”თბილსერვისჯგუფის” თანამშრომლების დაკითხვას აღვირახსნილ პოლიტიკურ დევნას უწოდებს.
XS
SM
MD
LG