Accessibility links

logo-print

პაკისტანში შიიტურ მეჩეთთან აფეთქებამ შეიწირა 20-მდე ადამიანი


პაკისტანში, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება პარასკევს მოეწყო შიიტურ მეჩეთთან, ხიბერ-პახტუნხვის პროვინციაში. დაღუპულების უმრავლესობა პარასკევის ლოცვას ესწრებოდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა მეჩეთთან მდებარე რამდენიმე მაღაზიაც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG