Accessibility links

logo-print

არჩილ კბილაშვილი: პროკურატურის საქმე არ არის პოლიტიკური განცხადებების კომენტირება


თბილისის მერის განცხადებისთვის პასუხის გაცემას მთავარი პროკურორი იმ მიზეზით არ აპირებს, რომ პოლიტიკური განცხადებების კომენტირება პროკურატურის საქმე არ არის. ამასთან, არჩილ კბილაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს დღეს განუმარტა, რომ გამოძიება ვალდებულია ”თბილსერვის ჯგუფის” საქმეზე გიგი უგულავა დაკითხოს. გასულ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს “თბილსერვის ჯგუფმა” ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ფორმალურად შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა პარტიის 764 კოორდინატორი, რომელთა უმრავლესობას ამ სამსახურში არცერთი დღით არ უმუშავია, ამ ფორმით დასაქმებული აქტივისტების ხელფასისთვის კი თბილისის ბიუჯეტიდან ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. საგამოძიებო სამსახურის ცნობითვე, “თბილსერვის ჯგუფის” საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მერის მიერ იყო დამტკიცებული. დღეს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ "თბილსერვის ჯგუფის" საქმეში არსებობს ასობით მოწმის ჩვენება, თანხის გადარიცხვის საბუთები და სამსახურის ხელმძღვანელთა დასტური, რომ თანხა მართლაც იხარჯებოდა ადამიანებისთვის, რომლებიც ასრულებდნენ არა დასუფთავების, არამედ პარტიულ სამუშაოს. ამასთან, არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი პროკურატურა "თბილსერვის ჯგუფში" ფორმალურად დასაქმებულთა პასუხისგებაში მიცემის საკითხს არ განიხილავს.
XS
SM
MD
LG